Qbid.ge

Company
Rating
Likes Talking Checkins
21 1
About Qbid.ge არის პირველი ქართული ონლაინ აუქციონი საქართველოში. ჩვენთან შეგიძლიათ დაზოგოთ 90%-მდე
Description Qbid.ge დაარსდა 2015 წლის მარტში ამერიკულ-ქართული ინვესტიციებით American Bidders Group-ის მიერ. ეს არის აუქციონის კომერციული ვებ გვერდი, სადაც მომხმარებელს საშუალება ეძლება შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია 99%-მდე ფასდაკლებით. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ ჩვენს გვერდზე ხშირი და აქტიური ვიზიტები, აუქციონზე მონაწილეობა და პროდუქციის საფასურთან შედარებით ძალიან ცოტა ფული. ჩვენთან ერთი ბიდის განხორციელების საფასურია 20 თეთრი და თუ ვაჭრობის შედეგად გაგიმართლათ, შეგიძლიათ ამ ფასად მიიღოთ 1600 ლარიანი პროდუქტიც კი. საშუალოდ კი ჩვენთან აუქციონები 80-90%-იანი ფასდაკლებით სრულდება.
Qbid.ge-ის მიზანი არ არის პროდუქციის მაღალ ფასად გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი და კომერციული მოგება. ჩვენი მიზანია ჩვენს ვებ-გვერდზე მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ან უბრალო ვიზიტორი და მოგება მივიღოთ ჩვენს გვერდზე განთავსებული პროდუქციის რეკლამებით, სხვა კომერციული რეკლამებით, აუქციონში მონაწილეობის საფასურით და სხვა. ჩვენთან განთავსებული პროდუქციის 99% პრომო და სარეკლამო ხასიათის დატვირთვას ატარებს და გათვლილია მათი ან მათი გამყიდველი კომპანიების გრძელვადიან PR-ზე. ყოველივე ამით კი ჩვენს მომხმარებელს ეძლევა საშუალება მიიღოს სასურველი პროდუქცია წარმოუდგენლად დაბალ ფასად და რიგ შემთხვევებში თითქმის უფასოდაც კი. ჩვენს აუქციონებზე მომხმარებელს არ აქვს უფლება ერთბაშად დააფიქსიროს კონკრეტული ფასი აუქციონზე, შეუძლია მხოლოდ 1 თეთრით გაზარდოს აუქციონის ფასი თითოეულ ბიდზე (ბიჯზე). ეს ფუნქცია აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი გვერდით სარგებლობის დროს გამოირიცხოს მომხმარებელთა კომერციული მიზნები, აუქციონებზე ერთბაშად მაღალი ფასის დაფიქსირება და შედეგად ვიზიტორთა ინტერესის კლება და თავისთავად მათი რაოდენობის შემცირება.
Qbid.ge-ზე რეგისტრაცია, აუქციონზე მონაწილეობის უფლების შეძენა და აუქციონზე მონაწილეობა უმარტივესი პროცესია. იგებს ის ვინც უკანაკნელ ბიდს განათავსებს ანუ დააფიქსირებს აუქციონზე უმაღლეს ფასს. მოგებულ აუქციონზე დაფიქსირებულ ფასს იხდით აუქციონის დასრულების შემდეგ და შეძენილ პროდუქტს ჩვენგან თქვენს მიერ დაფიქსირებულ მისამართზე მიიღებთ 3 დღის განმავლობაში TNT, DHL, CityExpress-ის საკურიოერო მომსახურებით.
2015 წლის ბოლომდე ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს ყოველდღიურად 50 000-ამდე ვიზიტორის მოზიდვას, იგეგმება უამრავი გრანდიოზული პრომო აქცია და რაც მთავარია ბევრი ფასდაკლება.
Mission Let people have chance to get things cheaper
Overview Qbid.ge არის პირველი ქართული ონლაინ აუქციონი საქართველოში. ჩვენთან შეგიძლიათ დაზოგოთ 90%-მდე
Phone <<not-applicable>>
Web site https://qbid.ge
Share

Reviews and rating

Avatar
Rate this company