MOTHER.GE

Education
Rating
Likes Talking Checkins
17 0
About საბავშვო ბაღი MOTHER.GE

Description ბაღის სასწავლო პროგრამა შედგენილია კვალიფიციური სპეციალისტების მიერ და ეფუძნება ბავშვის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში განვითარების ხელშეწყობას. ბაღში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჰიგიენას და გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა და ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერიერით. ექიმ–დიეტოლოგის სამჯერადი სრულფასოვანი კვება გაწერილია მხოლოდ ნატურალური პროდუქტების გამოყენებით.
სასწავლო აღმზრდელობით პროგრამაში შედის ინგლისური და რუსული ენების სპეციალურად შემუშავებული კურსის გაკვეთილები, რომლებიც ასევე მოიცავენ მხიარულ თამაშებს, ვიდეო და აუდიო გაკვეთილებს. ხატვის ძერწვისა და აპლიკაციის მეცადინეობები ტარდება ბავშვთან ინდივიდუალური კონტაქტის მეთოდით. კურსში გაძლიერებული ყურადღება ეთმობა ლოგიკურ თამაშებს, მუსიკის და ცეკვის გაკვეთილებს, პროგრამა დატვირთულია ბავშვის გარემოს აღქმის განსავითარებელი სხვადასხვა აქტივობებით, სეზონური ღია გაკვეთილებით, ექსკურსიებით და სხვ. თავისუფალ დროს ბავშვებს აქტიური და პასიური დასვენების საშუალება ექნებათ, რაშიც ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები და გასართობი სივრცეები შეუწყობს ხელს.
ბაღს ემსახურება ექიმი პედიატრი და ფსიქოლოგი,
ბაღს სტუმრობენ ანიმაციური გმირები, ჯამბაზები და თოჯინების თეატრები
ძირითადი სასწავლო პროგრამა
ინგლისური ენის კურსი
რუსული ენის კურსი
ხატვის კურსი
ძერწვის კურსი
აპლიკაციის კურსი
სიმღერის გაკვეთილი
ცეკვის გაკვეთილი
ვიდეო გაკვეთილები
საბავშვო ბაღი MOTHER.GE / KINDERGARTEN MOTHER.GE
ტ. ტაბიძის ქუჩა 51
საკონტაქტო ტელეფონი : 2 22 01 07;
555 12 55 00,
Web site https://www.facebook.com/pages/MOTHERGE/331346066901831
Share

Reviews and rating

Avatar
Rate this education