ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი / young initiators club

 —
Rating
Likes Talking Checkins
12 0
Mission ახალგაზრდული პოლიტიკა, ახალგაზრდების ჩართულობა და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს, თუმცა ორგანიზაციის სავიზიტო ბარათი ხედვის სისტემური განახლება და გამოწვევების შესაბამისად ახალი ინიციატივების გენერაციაა.

ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია: დემოკრატიული მიმართულებების განმტკიცება და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და ხეშეწყობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა და პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა. ტოლერანტული დამოკიდებულებების განვითარება სამოქალაქო საზოგადოებისა და მიზნობრივ ჯგუფებში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა და დაცვა. სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვითი საქმიანობა და გარემოს დაცვა. კონფლიქტების პრევენცია და მოგვარება. ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშწყობა და ჩართულობა, პოსტკონფლიქტური ფსიქოსოციალური და ეკონომიკური დახმარება, უსაფრთხოება, შიდა და გარე მობილობის წახალისება და ხელშწეყობა, ევროპული ინტეგრაცია, საგანმანათლებლო საქმიანობა და არაფორმალური/უწყვეტი განათლების პრინციპების მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და წახალისება, საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა, სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებში.

მიმართულებებისა და მიზნების შესაბამისად ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს: ახალგაზრდები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და აბიტურიენტები, სკოლამდელი ასაკის ბავშვები და სკოლის მოსწავლეები, მოწყვლადი ჯგუფები. მათ შორის უმცირესობათა წარმომადგენლები, უნარშეზღუდული და იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, ქალები და დედები, ასაკოვანი ადამიანები და სხვა.
Web site http://iyc.ge
Share

Reviews and rating

Avatar
Rate this community organization