კოლეჯი "სპექტრი''

 —
Rating
Likes Talking Checkins
171 0
About მიიღე პროფესიული განათლება, დასაქმდი და გახდი წარმატებული!
Description საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ განვითარების ისტორია

თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს საქრთველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად.

პროფესიული განათლების მიზანია, მოსახლეობის მითხოვნის დაკმაყოფილება, პროფესიული განვითარება და კარიერის შექმნა; კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის გაზრდა შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად; საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა, ასაკის შეუზღუდავად განათლების მიღება და თვითრეაბილიტაცია.

პროფესიული განათლებით ინტერესდებიან, როგორც სტუდენტები ასევე უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, რომლებმაც შრომის ბაზრის ახალი მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალეს მსოფლმხედველობა და ცდილობენ ახალ რეალობასთან ადაპტირებას.

2007 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯის განვითარების სტრატეგიამაც ახალი მიმართულება მიიღო. „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ გახდა სასწავლებლის პრიორიტეტი.

„სპექტრის“ სამომავლო პერსპექტივას განაპირობებს და განსაზღვრავს სწორი მენეჯმენტი, კვალიფიციური სასწავლო პროგრამები და პედაგოგები მდიდარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და ახალი სტანდარტები, რაც დააჩქარებს საქართველოს პროფესიული სწავლების ინტეგრაციის პროცესს საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან, რომელიც გულისხმობს ერთობლივი სასწავლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას დასავლეთის წამყვან პროფესიულ სასწავლებლებთან.

უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამონაწილეობით, პროფესიულმა სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რაც საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ოცდაათზე მეტი სასწავლო პროგრამა, რომელთა უმრავლესობა ახლახანს დაინერგა, მაგრამ უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებსა და დამსაქმებელთა შორის. ასევე წარმატებით განხორციელდა ნორვეგიის საგანმანათლებლო პროგრამა: „განათლება დემოკრატიისათვის.“ ვფიქრობთ, მომავალშიც უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, კოლეჯი არაერთ საინტერესო პროგრამას განახორციელებს როგორც სასწავლო, ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით. „სპექტრის“ საგანმანათლებლო პროგრამები სრულად ითვალისწინებს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. პროფესიათა უმრავლესობა ძირითადად ემსახურება სამშენებლო მიმართულების კვალიფიკაციების აღორძინებას და სრულყოფას, რაც ნიშნავს, სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე კვალიფიციური მუშახელის მომზადებას. ჩვენი სტუდენტები წარმატებით ეუფლებიან: კალატოზის, მებათქაშის, მეფილე–მომპირკეთებელის, რკინაბეტონის კონსტრუქციათა მწარმოებელის, თაბაშირმუყაოს სპეციალისტის, მღებავის, შემდურებლის, ელექტრიკოსის, დურგლის, გზების მშენებლობის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის, ხის მხატვრული დამუშავების, არქიტექტურული დეტალების მძერწავის, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟის, მარკშაიდერიის ტექნიკოსის, ტოპოგრაფისტის, ელექტრული და ციფრული ტექნიკის შემკეთებლის, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსის, ავტომობილის ზეინკალისა და ძრავის შემკეთებლის პროფესიებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის ტექნიკოსის, მებაღის, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტის, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსის, ინტერნეტტექნოლოგიების, პოლიგრაფისტის, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის,ოფისმენეჯერისა და ბუღალტერიის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლება ან გადაემზადოს მოქნილი მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების მეთოდით და წარმატებით იპოვოს თავისი ადგილი, დასაქმდეს როგორც თავის ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთ, გახდეს კონკრუენტუნარიანი და მოტივირებული, დაგეგმოს თავისი მომავალი.
Mission სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის ”სპექტრი” ხედვაა, იყოს ერთ-ერთი წამყვანი
სასწავლებელი, სტუდენტების დასაქმების მაღალი მაჩვენებლებით, პროფესიონალი
პედაგოგებით, დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებითა და მრავალფეროვანი
პარტნიორებით.

კოლეჯის მისიაა, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით
მოვამზადოთ მაღალი რანგის პროფესიონალები და შევქმნათ პირობები მათი
საგანმანათლებლო მიზნების განხორციელებისა და წარმატებული დასაქმებისათვის.

ლიდერობა, მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინება, ეფექტიანი მართვა, ინოვაციების
დანერგვა ის ზოგადი ღირებულებებია, რომლებიც პრიორიტეტია ჩვენი
სასწავლებლისათვის.
Phone 240 16 87, 245 63 63
Web site www.spectri.org
Share

Reviews and rating

Avatar
Rate this education