თბილისის მედიათეკა / Tbilisi Mediathek

Library
Rating
Likes Talking Checkins
69 2004
Description Mediathek, Tbilisi, Georgia
0162, Vake:Chavchavadze 76.

ვარკეთილი: ვარკეთილის 3 პირველი მ/რ (საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ჯავახეთის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში)

მედიათეკა - საჯარო ბიბლიოთეკის თანამედროვე ფორმაა, რომლის ფონდები სხვადასხვა ტიპის წიგნებსა და დოკუმენტებს შეიცავს : ბეჭდურს, ელექტრონულს და მულტიმედიურს. ეს ტერმინი პირველად მე-20 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში გაჩნდა და გულისხმობს კულტურულ-საინფორმაციო სივრცეს, რომელშიც კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები გამოიყენება. იგი არის ყველა ასაკის ადამიანის შეხვედრისა და კომუნიკაციის ადგილი, სადაც ხდება იდეების თავშეყრა და მოგროვება. აგრეთვე განათლების გამდიდრება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ურთიერთობა. ამით განსხვავდება მედიათეკა ტრადიციული ბიბლიოთეკისაგან.

თბილისის მედიათეკების გაერთიანების პირველი ფილიალი ვაკის პარკშია განთავსებული. მასში არის სამკითხველო დარბაზი მოზარდებისა და უფროსებისათვის, მულტიმედიური განყოფილება, წიგნისა და სუვენირების მაღაზია, საპრეზენტაციო, საგამოფენო და კულტურული აქტივობების დარბაზი, მეორე სართულზე ფუნქციონირებს კაფე.
ყოველ შაბათ-კვირას, 12:00 საათზე, ბავშვებისათვის კითხვის საათი და 15:00 საათზე მულტფილმის ჩვენება იმართე. სამშაბათს და ხუთშაბათს, უცხოენოვანი საზოგადოებისათვის, ვისაც ქართული ენის შესწავლა სურს, სასწავლო კურსი ფუნქციონირებს. ასევე იმართება წიგნის პრეზენტაციები, გამოფენები, შეხვედრები, ორგანიზებული ვიზიტები და ღონისძიებები.

წლიური აბონიმენტი 15 ლარი ღირს. წლის განმავლობაში აბონიმენტის მფლობელი მედიათეკის მიერ შეთავაზებულ ყველა მომსახურეობას უფასოდ იღებს.

მედიათეკის მეორე ფილიალი ვარკეთილშია - საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა და ჯავახეთის ქუჩის კვეთაზე არსებულ სკვერში. ხოლო წლის ბოლომდე, ქალაქის სხვადასხვა უბანში, კიდევ 2 ფილიალის გახსნა იგეგმება.

თბილისის მედიათეკის პარტნიორები არიან: გეითსის ფონდის ბიბლიოთეკების განვითარების პროგრამა, IREX - სამოქალაქო საზოგადოება, განათლება და მედიის განვითარების პროგრამა, ასევე სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები, საელჩოები.

მედიათეკის ფონდებს მუდმივი განახლება სჭირდება. ამიტომ ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისათვის.

გელით ყველას, ვისაც წიგნი გიყვართ!






Phone 0322241025
Web site http://www.mediatheka.ge
Share

Reviews and rating

Avatar
Rate this library