თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park

 —
Rating
Likes Talking Checkins
164 0
About Tusheti National Park
Description თუშეთის დაცული ტერიტორიები "საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" 1996 წლის კანონიდან გამომდინარე, ოფიციალურად დაარსდა 2003 წლის 22 აპრილს კანონით "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ". მისი შექმნის მიზანია თუშეთის დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი ლანდშაფტებისა და ჰაბიტატების შენარჩუნება;ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციების კონსერვაცია ბუნებრივ და ხელუხლებელ გარემოში;ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების, დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;
„თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ტყის კოდექსი, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილება.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია 2005 წელს დაარსდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2008 წელს დაცული ტერიტორიების რეორგანიზაციის შემდეგ, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია. კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსები და კადრები იმართება საქართველოს დაცული ტერიტორების სააგენტოს მიერ. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობების მართვაზე პასუხისმგებლია ადმინისტრაციის დირექტორი. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია გაყოფილია ორ განყოფილებად: დაცვისა და ადმინისტრაციულ განყოფილებებად.
დაცვის განყოფილების თანამშრომლების ძირითადი მოვალეობებია: ტერიტორიის ფიზიკური დაცვა და კანონაღსრულება თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში; დაცული ლანდშაფტის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენების მონიტორინგი, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
ადმინისტრაციული განყოფილების ვალდებულებებში შედის: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მუშაობის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ვიზიტორთა მომსახურება და მომარაგება.
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საზაფხულო სათავო ოფისი მდებარეობს თუშეთში, ხოლო ზამთრის ოფისი - ქვემო ალვანში. საზაფხულო ადმინისტრაციული შენობა,რომელშიც ინტეგრირებულია სასტუმრო ნომრები ვიზიტორებისთვის, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზით, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფებით, სპეციალურად ამ მიზნისთვის აშენდა და გაიხსნა 2009 წელს სოფელ ომალოში.
Phone +995 577 101 892
Web site http://apa.gov.ge
Share

Reviews and rating

Avatar
Rate this landmark